საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024332
  • Word
1594
27/07/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
000000000.00.003.024332
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1594

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიკორწმინდის ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 247 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარს.

2. 2017 წელს ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 300 000  (სამასი ათასი) ლარი. 

3. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების დაფინანსებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი