„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024323
  • Word
1587
27/07/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
000000000.00.003.024323
„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1587

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის  უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცეს თანხმობა, „კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალს  საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ: №406216250) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზ. №6-ში მდებარე, №01.10.10.022.217 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის 18,3 მ2 ფართი, ხუთი წლის ვადით.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი