„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016843
85
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
100020020.22.038.016843
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №85

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2015, 100020020.22.038.016486) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეების,  დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების, სექტორის მენეჯერებისა და ოპერატიული მორიგეების მეშვეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, დაწესებულების თითოეული სტრუქტურული ერთეულის უფროსის, სექტორის მენეჯერისა და ოპერატიული მორიგის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

2. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქოსოციალური შეფასება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ინდივიდუალური გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სექტორში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგეების სისტემატური ინფორმირება;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, სექტორზე მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საერთო საცხოვრებლების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება და შესაბამისი რეაგირება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას;

ე) მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზებას უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქოსოციალურ შეფასებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობას;“.

5. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დღის საათებში დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებენ ოპერატიული მორიგე ან ოპერატიული მორიგის თანაშემწე, სპეციალური აღრიცხვის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად.“;

ბ) მე-3 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს, დაწესებულების მთავარ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში მორიგე ექიმს, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს.

4. ოპერატიული მორიგის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.

5. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიული მორიგესთან ერთად ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირად საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №19-ით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით. გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.

6. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №13-ით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულები განთავსდებიან დაყოვნების საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული შემოწმება/დათვალიერების და აგრეთვე კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულების შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე და აგრეთვე გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკანის შემოწმება/დათვალიერებას.

8. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო ახორციელებენ ცვლებში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.“;

გ) მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

დ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სპეციალურ საცხოვრებელში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“.

6. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულებს შეუძლიათ დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში – დაწესებულების წარმომადგენლის თანხმობით ან/და ზედამხედველობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას.“.

7. მე-20 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) აბაზანაში გაყვანისას;“;

ბ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ;

2) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);“.

8. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა დაწესებულებას საწყობში შესანახად  და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულებით (დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, ასევე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულების დირექტორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“.

9. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ იმ სექტორის მენეჯერი, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში ოპერატიული მორიგე, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.“.

10. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“.

11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.“.

12. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.“.

13. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით, ასევე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 “ ქვეპუნქტი:

„გ1)  დაწესებულების დირექტორის ნებართვით ჰქონდეს და ისარგებლოს მაცივრით;“;

ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;“;

ა.დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;“;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „კ -ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;

მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;“;

გ.ბ) „ჟ-ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები,  გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;

რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;“.

14. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საცხოვრებელი  უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“.

15. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შხაპის მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.

3. დაწესებულებას ეკრძალება მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

4. თუ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“;

ბ) მე-7 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა თეთრეულის სისუფთავე.

8. დაწესებულებას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ტარება სავალდებულოა.

9. მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი,  თეთრეული და საერთო საცხოვრებელი/საკანი.“.

16. 35-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეები.“.

17. 36-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს.“.

18. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება  აქვს წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) სასამართლო;

ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

ზ) საქართველოს სამინისტრო;

თ) პენიტენციური დეპარტამენტი;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;

კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ლ) მსჯავრდებულის ადვოკატი;

მ) პროკურორი;

ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;

ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;

ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.“;

დ) მე-18  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“.

19. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე.“.

20. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.“.

21. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-8 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

9. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“ - „113“ პუნქტები:

„111. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

112. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიების ან/და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

113. ხანმოკლე პაემანის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე დაწესებულების დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.“.

22. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

„1. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვებისა და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი და პირობები განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“.

23. 48-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

24. 49-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულთა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.“.

25. 51-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

26. 53-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამინისტროს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

10. მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.“.

27. 54-ე  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულების დირექტორს.“.

28. 59-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო ტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“.

29. მე-60 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, გუშაგი ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაწესებულებაში, საცხოვრებელ ტერიტორიაზე და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.“.

30. 63-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.“.

31. 67-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“.

32. 68-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 და მე-32 პუნქტები:

„31. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.

32. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“.

33. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75. მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“.

34. 76-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „თ„ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, რომელიც არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.“.

35. 77-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“.

36. 78-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ოქმს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ  მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.“.

37. 79-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“.

38. 81-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“.

39. 82-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული მსჯავრდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.“.

40. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. მას უფლება აქვს, ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა.“.

41. 83-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:

მუხლი 831. დისციპლინური პატიმრობა

1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.

2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით.“.

42. 85-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - 8 პუნქტები:

„6. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

7. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

8. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“.

43. 86-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სექტორების სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი ინსპექტორების მოსამსახურეთაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – მორიგე ოპერატიულ მორიგესთან.

8. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს შესაბამისი ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა ჰყავდეთ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს, ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებასთან.“.

44. 87-ე მუხლის:

ა) პირველი მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

2. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ცვლის ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.

3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას სექტორების მიხედვით.

4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიული მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.

6. ოპერატიული მორიგე, სექტორის მენეჯერებთან კოორდინაციით ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.

7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან, დაწესებულების მოსამსახურეებიდან, ან ავალებს სხვა მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.“;

გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სექტორის მენეჯერს ან/და ოპერატიულ მორიგეს.“;

დ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. მსჯავრდებულის საცხოვრებელში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სექტორის მენეჯერსა ან/და ოპერატიულ მორიგეს.“;

ე) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას.“;

ვ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. სექტორის მენეჯერი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.“.

45. 89-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარეზერვო ჯგუფის უფროსი ექვემდებარება სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს (ოპერატიული მორიგე) და მოქმედებს მისი მითითებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოპერატიული მორიგის ან მისი თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლების დათვალიერებაში;“.

46. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“.

47. დანართი №4-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

48. დანართი №10 ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-13 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და 25-ე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-13 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი და 25-ე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი