საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024320
  • Word
1626
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024320
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №162 6

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დისველის, ტანძიის, აკაურთის, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანისა და იწრიის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფლების: მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთისა და გეტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, სკრისა და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელ ახალხიზის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფელ ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

დ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა გორისა და ზედა ბზვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ზ) თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფშაველის, ლალისყურისა და ლაფანყურის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

თ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: დავითიანის, შეერთების, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის, ზემო ხიზისა და ხიზაბავრის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ი) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანისა და დოესის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხოლო სოფლების: გარიყულის, სასირეთისა და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

კ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესისა და ქვემო და ზემო ჩიბათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ლ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

მ) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფლისა და ნოსირის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტისა და ქვედა სორტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ნ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ო) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა ფლევის, ნაცარგორის, დიდი ფლევის, ტკოცის, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვრის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბნის, დუმაცხოვისა და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

პ) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგოლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მჭადიჯვრის, მენესოს, სონდის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და სოფელ ჭართლის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

2.    დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო 27 000 000 ლარის რესურსის მოძიება, მათ შორის:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის წინადადების წარმოდგენა;

ბ) საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

4.    ეთხოვოთ ბოლნისის, დმანისის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხის, კასპის, ლანჩხუთის, მცხეთის, სენაკის, ჩოხატაურის, ხაშურის, ხობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი