ვანის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024318
1624
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024318
ვანის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1624

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

ვანის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

მიეცეს უფლება ვანის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №466, 2014 წლის 20 მარტის №471 და 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებებისა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი 65 729 (სამოცდახუთი ათას შვიდას ოცდაცხრა) ლარი მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                          გიორგი კვირიკაშვილი