დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1621 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024315 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1621
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) არაუმეტეს 7200 (შვიდი ათას ორასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ბ) არაუმეტეს 54052 (ორმოცდათოთხმეტი ათას ორმოცდათორმეტი) ლარის ფარგლებში ტელე- და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არაუმეტეს 6172 (ექვსი ათას ას სამოცდათორმეტი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს არაუმეტეს 73650 (სამოცდაცამეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არაუმეტეს 17300 (ჩვიდმეტი ათას სამასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს არაუმეტეს 10258 (ათი ათას ორას ორმოცდათვრამეტი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები