დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024311 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1616
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადაცემული, ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებსა და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 737 000 (შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები