სს „თელასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
სს „თელასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024300
  • Word
1584
27/07/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
000000000.00.003.024300
სს „თელასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1584

2017 წლის 27 ივლისი

. თბილისი

სს „თელასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე“  2013  წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, №01.10.14.010.017 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაუქმებულ იქნეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მარტის №28/03/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                        გიორგი კვირიკაშვილი