დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/03/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 003, 27/03/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების და სამონადირეო მეურნეობის მთავარმა სამმართველომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით:
ა) კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში შეუსაბამოს მას არსებული დაცული ტერიტორიების კატეგორიები, მათი დებულებები, აკრძალული და დაშვებული საქმიანობის რეგულირებისა და სტიქიური უბედურების დროს მოქმედი წესები.
ბ) 1996 წლის ივნისამდე მოამზადოს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის დაბეგვრის, დაჯარიმებისა და კომპენსაციის ამოღების, აგრეთვე ამ შემოსავლისა და შემოწირულობის მოხმარების წესის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 7 მარტი.
№137 - IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები