დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედ პროჯექტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2596 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მედ პროჯექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1579 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024306 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №157 9
2017 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედ პროჯექტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2596 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მედ პროჯექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის ა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიუძრავი ქონების შპს „მედ პროჯექტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2596 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ქიმიური და მასთან დაკავშირებული მრეწველობის დარგების პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება 2018 წლის 4 დეკემბრამდე;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით , 713 250 (შვიდას ცამეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% -ისა – 2017 წლის 4დეკემბრამდე;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – 2018 წლის 4 დეკემბრამდე;“.
2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიუძრავი ქონების შპს „მედ პროჯექტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2596 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „მედ პროჯექტმა“ (ს/კ: 400028233) წარადგინოს არანაკლებ 2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით მოქმედი, არანაკლებ 71 325 (სამოცდათერთმეტი ათას სამას ოცდახუთი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი, ვადაგაზრდილი ან/და ახალი საბანკო გარანტია.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მედ პროჯექტი“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „მედ პროჯექტი“ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მედ პროჯექტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2596 განკარგულების მე-2 პუნქტით (ამ განკარგულებით განსაზღვრული ცვლილების გათვალისწინებით) დადგენილ საპრივატიზებო პირობებს.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები