შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024289
  • Word
1574
27/07/2017
ვებგვერდი, 16/08/2017
000000000.00.003.024289
შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1574

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ალგეთის სატყეო უბნის ხრამის სატყეოს კვარტალ №47-ის ლიტერ №6-ში სოციალური ჭრის წესით გამოყოფილი №001-04-0018593 ტყეკაფიდან შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრზე“ 150 მ3 II ხარისხის (საშეშე) მერქნის გაცემა.

2. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

4. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის უზრუნველყოს სააგენტოს მომსახურეობის საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

 

პრემიერ-მინისტრი                      გიორგი კვირიკაშვილი