სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024291
1556
24/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
000000000.00.003.024291
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1556

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭართალის, ხამუშას, მუგუდას, ხანდოს, წითლიანისა და დაბა ფასანაურის მიმდებარე მონაკვეთის ალტერნატიული მარშრუტის მოძიებისა და მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭართალის, ხამუშას, მუგუდას, ხანდოს, წითლიანისა და დაბა ფასანაურის მიმდებარე მონაკვეთის ალტერნატიული მარშრუტის მოძიებისა და მშენებლობისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი