საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024296
  • Word
1569
27/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
000000000.00.003.024296
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1569

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ – წმინდა იოსების ადმინისტრაციას (ს/კ: №204502010) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1715 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.04.550), ა(ა)იპ – წმინდა იოსების ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, IX მ/რ-ში, თოდრიას II ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 517 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.02.179) და    ქ. რუსთავში, IX მ/რ-ში (თოდრიას II ჩიხი) არსებული 517 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.02.185) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გაცვლის პირობებად განისაზღვროს:

ა) ა(ა)იპ – წმინდა იოსების ადმინისტრაციის მიერ სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 აპრილს გაცემული №001838017 და 2017 წლის 4 იანვარს გაცემული №000038517 დასკვნებით დადგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა;

ბ) ა(ა)იპ – წმინდა იოსების ადმინისტრაციისა და სსიპ – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფოს ან/და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ №02.04.02.179 და №02.04.02.185 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი