საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024267
  • Word
1567
27/07/2017
ვებგვერდი, 16/08/2017
000000000.00.003.024267
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1567

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების – საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის – „საქართველო-ღვინის აკვანი“ შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ (შემდგომში – საქპატენტი) განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ ერთობლივად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 03) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში - სააგენტომ და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში - საქპატენტმა.

2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი კვირიკაშვილი