„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024271
  • Word
1551
24/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
000000000.00.003.024271
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1551

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 20 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 165 046 793 (ას სამოცდახუთი მილიონ ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის 1.1; 1.3; 1.5; 1.6; 1.17; 1.21; 1.22; 1.26; 1.31; 1.33; 1.41; 1.54; 1.60 და 1.62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1.1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 966 258 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათვრამეტი) ლარისა №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 692 416 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას თექვსმეტი) ლარისა №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.5. თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 315 562 (სამი მილიონ სამას თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდაორი) ლარისა №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6. საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 045 646 (ოთხი მილიონ ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაექვსი) ლარისა №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.17. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 101 350 (ერთი მილიონ ას ერთი ათას სამას ორმოცდაათი) ლარისა №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.21. მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 267 455 (ორი მილიონ ორას სამოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა №21 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.22. მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 110 683 (ორი მილიონ ას ათი ათას ექვსას ოთხმოცდასამი) ლარისა №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.26. დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 607 661 (ერთი მილიონ ექვსას შვიდი ათას ექვსას სამოცდაერთი) ლარისა №26 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.31. ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 696 529 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოცდაცხრა) ლარისა №31 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.33. სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 181 021 (ორი მილიონ ას ოთხმოცდაერთი ათას ოცდაერთი) ლარისა №33 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.41. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 060 904 (ორი მილიონ სამოცი ათას ცხრაას ოთხი) ლარისა №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.54. მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 552 418 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ოთხას თვრამეტი) ლარისა №54 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.60. ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 385 837 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდახუთი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ლარისა №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.62.  ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 525 000 (ორი მილიონ ხუთას ოცდახუთი ათასი) ლარისა №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) დანართები: №1; №3; №5; №6; № 17; № 21; № 22; № 26; № 31; № 33; № 41; № 54; № 60 და № 62 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი