დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1544 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024277 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1544
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და სამსახურში რესურსების ოპტიმიზაციის განხორციელების მაღალკვალიფიციურად წარმართვისათვის შესაბამისი მიმართულების ექსპერტების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები