„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010290000.22.027.016741
241
14/08/2017
ვებგვერდი, 14/08/2017
010290000.22.027.016741
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №241

2017 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებით (www.matsne.gov.ge); 09/08/2016; 010290000.22.027.016664) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების  წესი.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციის, განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“.

3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

„მუხლი  41. სააგენტოს გადაწყვეტილება

1. სააგენტოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გამოიცეს წერილობით, უნდა იყოს დასაბუთებული და შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე  მუხლის მოთხოვნებს.

2. სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უნდა გამოიცეს წერილობით, უნდა იყოს დასაბუთებული და შეესაბამებოდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების, განცხადების განუხილველად დატოვების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებაში მიუთითოს განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების, განცხადების განუხილველად დატოვების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის კონკრეტული მიზეზი, ასევე ამგვარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ წესის, სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამის ნორმაზე ან/და რეგისტრირებულ მონაცემებზე მითითებით.

4. სააგენტოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

მუხლი 42. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

1. განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია  გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა ასეთი ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.

2. თუ განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულია რაიმე საფუძვლით და დაინტერესებულმა პირმა შეჩერების პერიოდში წარმოადგინა არა გადაწყვეტილებით მოთხოვილი, არამედ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი, მაშინ ახალი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, განცხადების განხილვის ვადის დინება რჩება შეჩერებული. ვადის გასვლის შემდეგ წარმოება წყდება და განცხადება რჩება განუხილველი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაინტერესებულ პირს აცნობოს იმის შესახებ, რომ მის მიერ წარმოდგენილია არა გადაწყვეტილებით მოთხოვილი, არამედ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის 42 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის 42 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე