„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016285
22
14/08/2017
ვებგვერდი, 15/08/2017
010260020.35.110.016285
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 14 აგვისტო

აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

აპარატის  სტრუქტურას   საკრებულოს  თავმჯდომარესთან   შეთანხმებით  განსაზღვრავს აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის  უფროსი.

აპარატის  სტრუქტურას  ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.”;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. აპარატის  მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულები

აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

ბ) საქმის წარმოების განყოფილება.”;

გ) III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები.“;

დ) მე-9 მუხლის

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-საკრებულოს აპარატის უფროსი.“;

დ.ბ) პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის  მუშაობას   ხელმძღვანელობს,   ორგანიზაციასა   და  კოორდინაციას   უწევს    საკრებულოს  აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის  უფროსი, (შემდგომ – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. აპარატის  უფროსის  არყოფნის შემთხვევაში  აპარატის  უფროსის  მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ- ერთი  მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი (შემდგომ  – განყოფილების უფროსი), საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“;

ე ) მე-10 მუხლის

ე.ა)  სათაური   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი.“;

ე.ბ) პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის  მეორე რანგის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების   უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის წინადადების საფუძველზე მის ფუნქციას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“;

ვ) მე-11 მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოში  შექმნილი საკონკურსო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე