„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016845
87
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
100110000.22.038.016845
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №87

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100110000.22.038.016564) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის:

1. მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პროკურორის მოტივირებული დადგენილებით ან სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნითა და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;“;

2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41

დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს გაყვანა/გადაყვანის მოთხოვნა ამ წესის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, საშიშროების რისკის დონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ართულებს გაყვანა/გადაყვანის პროცესს;

ბ) დანიშნულების ადგილი საჭიროებს დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას;

გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანა, მისი სუიციდის რისკის დონის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;

დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანა, მათ შორის, ამ მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, დაკავშირებულია სამინისტროს მიერ გაუთვალისწინებელი და არამიზანშეწონილი ხარჯების გაღებასთან;

ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა მისი გაყვანა/გადაყვანის საშუალებას;

ვ) არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გაქცევის რისკი.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

1. თუ დაწესებულებებს შორის მანძილი არ აღემატება 150 მეტრს, ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში ბადრაგირება, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, შეიძლება განხორციელდეს იმ დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებისაგან შექმნილი ჯგუფის მიერ, საიდანაც ხორციელდება ბადრაგირება.

2. დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებისაგან შექმნილი ჯგუფი შესაძლებელია გაძლიერდეს დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილების ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მოსამსახურეებისაგან შექმნილი ჯგუფის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანა ხორციელდება დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებისაგან შექმნილი ჯგუფის მიერ მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში ხორციელდება ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით, რა დროსაც გამშვები დაწესებულების დირექტორი ვალდებულია მიიღოს განსაკუთრებული დაცვის ღონისძიებების ბადრაგირების უსაფრთხოებისათვის.“.

4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26

ბადრაგირებისთვის დაწესებულებაში მიღებისას ჯგუფის უფროსი ვალდებულია დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს წარუდგინოს:

ა) სამსახურებრივი მოწმობა;

ბ) სამგზავრო სია (გასაყვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სია).“.

5. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32

სრული შემოწმების დროს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ჩამორთმეული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები ბადრაგის მიერ მფლობელის თანდასწრებით ბარდება გამშვები დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი