„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016848
90
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
100020020.22.038.016848
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №90

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.mats№e.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016527) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“.

2. მე-9 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზება, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“.

3. მე-10 მუხლის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მსჯავრდებულთა შეხვედრებისა და პაემნების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;

ე) მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სამარტოო საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელში და დისციპლინური პატიმრობის მოხდის საკანში მოთავსებული მსჯავრდებულების სისტემატური თვალყურის დევნება;“.

4. მე-14 მუხლს:

ა) მე-15 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ბ) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 პუნქტი:

„221. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“.

5. მე-18 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მსჯავრდებულს პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები/საგნები. მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება მსჯავრდებულის საკნის ბარათში.“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა  და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.“.

6. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“.

7. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 “ ქვეპუნქტი:

„გ1)  დაწესებულების დირექტორის ნებართვით ჰქონდეს და ისარგებლოს მაცივრით (დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს);“;

ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი  და დაწესებულების უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები;“.

8. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საერთო საცხოვრებელი/საკანი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“.

9. 32-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაწესებულებას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ტარება სავალდებულოა.

10. მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი,  თეთრეული და საერთო საცხოვრებელი/საკანი.“.

10. 34-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს.“.

11. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) სასამართლო;

ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

ზ) საქართველოს სამინისტრო;

თ) პენიტენციური დეპარტამენტი;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;

კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ლ) მსჯავრდებულის ადვოკატი;

მ) პროკურორი;

ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;

ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;

ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.“;

დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“.

12. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არაუმეტეს 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა. ხოლო დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში განთავსებულს - 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.“.

13. 39-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიების ან/და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

15. ხანმოკლე პაემანის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე დაწესებულების დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.“.

14. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

1. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.

2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი, განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.“.

15. 46-ე მუხლის:

ა) პირველი მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.

2. მსჯავრდებულს, გარდა იმ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს თავისუფალ დროს, დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.“.

16. 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.“.

17. 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 52-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

19. 53-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისობა.“.

20. 58-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“.

21. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“.

22. 67-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.

5. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“.

23. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.“.

24. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, რომელიც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.“.

25. 76-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“.

26. 78-ე მუხლს მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“.

27. მე-80 მუხლს მე-5 პუნქტის  შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“.

28. 82-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.“.

29. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 84. დისციპლინური პატიმრობა

1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა, თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.

2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით.“.

30. 85-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“.

31. 87-ე მუხლის:

ა) მე-14 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ამოწმებენ მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ მსჯავრდებულთა საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;“;

ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს მსჯავრდებულთა საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.“.

32. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი