დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016850 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016528) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის მთავარი ექიმი: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მაღალკვალიფიციური ფთიზიატრიული სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების ორგანიზებას და თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას; ბ) ახორციელებს სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების დახვეწა-განვითარებისათვის ცენტრისა და სამედიცინო პერსონალის მუშაობის კვარტალურ და წლიურ გეგმებს, ატარებს ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად; გ) შეიმუშავებს დღის განრიგს, რომლითაც განისაზღვრება ცენტრის განყოფილების უფროსების, პასუხისმგებელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის უფლება-მოვალეობანი; დ) ორგანიზებას უწევს და ატარებს დილის საექიმო კონფერენციებს, კონსილიუმებს, სამკურნალო განყოფილებებში გეგმურ და ღამის საექიმო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცენტრში მიღებისა და გაწერის საკითხებს; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას; ვ) საექიმო კონფერენციებზე განსახილველად წარადგენს ავადმყოფთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, უეცარი სიკვდილის, არაკვალიფიცური სამედიცინო დახმარების შემთხვევებს; ზ) ცენტრში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ხელმძღვანელობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; თ) სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარუდგენს ცენტრის მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას ცენტრის სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით; ი) სისტემატურად აწვდის ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის თანამშრომლებს, ფტიზიატრიულ დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების, შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებული მეთოდური წერილებისა და რეკომენდაციების შესახებ; კ) უზრუნველყოფს კავშირს ცენტრსა და პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს შორის და საჭიროების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში მიავლენს ცენტრის ექიმი-სპეციალისტებს, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გამაჯანსაღებელი, სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებათა შემუშავებისა და რეალიზაციისათვის; ლ) უფლებამოსილია სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წინაშე დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.“. 2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრის მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“. 3. მე-9 მუხლის „კ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ2) ყველა ინსტანციის სასამართლოში ცენტრის მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;“. 4. 23-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საცხოვრებელში განაწილების თაობაზე იღებს ცენტრის დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული/ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“. 5. 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს გახსნა ხორციელდება ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 6. 33-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ცენტრში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ცენტრში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით ცენტრის დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“. 7. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, ცენტრიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.“. 8. 39-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და ცენტრის ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;“; ბ) მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;“. 9. 41-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, ცენტრი უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და სპეციალური საცხოვრებელი (პალატა/საკანი).“. 10. 43-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული ცენტრის დირექტორის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, ცენტრის დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს.“. 11. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და ცენტრის კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. ბრალდებულის მიერ მიმოწერის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) სასამართლო; ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) საქართველოს სამინისტრო; თ) პენიტენციური დეპარტამენტი; ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი; კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი; მ) პროკურორი; ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო; ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც ცენტრში ახორციელებს საბანკო საქმიანობას; პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში – მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას; ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.“; დ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ცენტრის ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 12. 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრალდებულს უფლება აქვს, ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“. 13. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“. 14. 48-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა ცენტრის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ცენტრის წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „101“ - „103“ პუნქტები: „101. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს შეიტანოს ცენტრში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები ან გაიტანოს ცენტრიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, ცენტრის წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. 102. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიების ან/და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. 103. ხანმოკლე პაემანის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვიზუალური მეთვალყურეობისას ცენტრის მოსამსახურე წერილობით მოახსენებს ცენტრის დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე – ცენტრის დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.“. 15. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ცენტრის დირექტორის თანხმობით, ცენტრისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ცენტრის დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.“. 16. 531 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც ცენტრის დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება ცენტრის დირექტორის ბრძანებით, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.“. 17. 551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 551. ცენტრში გარეშე პირების შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან 1. ცენტრში, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 1000 საათიდან საღამოს 1800 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ცენტრში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრის დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული ვიზიტის შესახებ. დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას აწვდის მინისტრს მომდევნო სამუშაო დღეს. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და ცენტრში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის შესულ პირებზე.“. 18. 56-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაუშვებელია ცენტრის ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ცენტრის გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა ცენტრში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“. 19. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ცენტრის დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“. 20. 65-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრი უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, ცენტრი საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. ცენტრი ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში. 32. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, ცენტრი უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“. 21. 74-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 22. 76-ე მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“. 23. 78-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ცენტრში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“. 24. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 80. დისციპლინური პატიმრობა 1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა. 2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით.“. 25. 82-ე მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გათავისუფლებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა ცენტრში. 4. თუ გათავისუფლებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს ცენტრი.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ცენტრი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირის ცენტრიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“. 26. 84-ე მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ - კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება - გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის კორპუსის ოფიცერი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს ცენტრის დირექტორს ან /და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები