დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024232 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1530
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება – „MABEY ტიპის კომპაქტ 200“ ორსავალიანი პანელიანი დროებითი ხიდის ნაწილი (87.15 ტონა, სიგრძე 30.5 მეტრი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, სარგებლობაში გადასცეს შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION“-ს (ს/ნ: 404878405), 2017 წლის ოქტომბრის ბოლომდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები