სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024239
  • Word
1522
21/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
000000000.00.003.024239
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1522

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 290006 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.12.12.885 ), 170000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.12.00.284 ), 500095 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.12.12.291 ), 722257 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.12.12.898 ) და 152493 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.12.08.785 ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 183 485 (ას ოთხმოცდასამი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჩირინას“ (ს/კ: 203842137).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლამდე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების ან მათი ნაწილის და კომპანიის საკუთრებაში არსებული №81.12.10.626 (მიწის (უძრავი ნივთის)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით, არანაკლებ 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

) №81.12.12.885, 81.12.00.284, 81.12.12.291 და 81.12.12.898 (მიწის (უძრავი ნივთის)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. შპს „ჩირინა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი