დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024241 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1520
2017 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იუსტიციის სახლს, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, სმართ ლოჯიქს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – მიეცეთ თანხმობა, ამ განკარგულების №1-№10 დანართებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები