დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „Clean Energy Invest AS“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1516 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024245 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №151 6
2017 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„Clean Energy Invest AS“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით შპს „Clean Energy Invest AS“-ის მიერ განახლებული საბანკო გარანტიის (ოდენობა: 3,112,500.00 აშშ დოლარი, გარანტი: „Handelsbanken“, №123827-94899104026) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „Clean Energy Invest AS“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი არსებული საბანკო გარანტიის (3,112,500.00 აშშ დოლარი, გარანტი: „Handelsbanken“, №123032-94899103860) დაბრუნება.
3. ამ განკარგულების მეორე პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები