საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024249
  • Word
1512
21/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
000000000.00.003.024249
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1512

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას:

ა.ა) არაუმეტეს 5242 (ხუთი ათას ორას ორმოცდაორი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა - დანადგარები (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ბ) არაუმეტეს 37440 (ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

       ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – არა უმეტეს 8770 (რვა ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი