დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 390 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.020099 |
|
„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის № 82 დადგენილებაში (სსმ, 29/03/2010, მუხლი 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. ცალკეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი 1. ბალანსიდან ჩამოწერას ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადემონტაჟო შენობა-ნაგებობები. 2. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა რეაბილიტაცია ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის) ფარგლებში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ჩამოწერაზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა ჩამოწერილად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შენობა-ნაგებობის ჩამოწერასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები