საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024223
  • Word
1499
21/07/2017
ვებგვერდი, 16/08/2017
000000000.00.003.024223
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1499

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

 „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                                    გიორგი კვირიკაშვილი