დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017384 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №
23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის №
23/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017277) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) მინისტრის თანაშემწე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; გ) მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; დ) სამმართველოს უფროსი; ე) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ზ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები