ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გუბში №1 ქუჩისთვის გოჩა დანელიას სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გუბში №1 ქუჩისთვის გოჩა დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40 58
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016001
  • Word
40 58
10/08/2017
ვებგვერდი, 11/08/2017
000000000.00.119.016001
ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გუბში №1 ქუჩისთვის გოჩა დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №4058

2017 წლის 10 აგვისტო

ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გუბში №1 ქუჩისათვის გოჩა დანელიას სახელის მინიჭების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების  მე-7 მუხლის მე-15 პუნქტისა და მე-13 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

1. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის №1 ქუჩას ეწოდოს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში მცხოვრები გოჩა დანელიას სახელი (თან ერთვის რუკა).

2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების  დამზადება, კორექტირება  და გავრცელება).

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მის.: სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულის თავმჯდომარე                                               ვალერი ბახტაძე