დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016829 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100110000.22.038.016559) შევიდეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განთავსების შენობებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი მოსაწევი ადგილისა/ადგილებისა, თამბაქოს მოწევა აკრძალულია. 12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოსამსახურეს ეკრძალება საკვების მიღება, სმა, თამბაქოს მოწევა, ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან რაიმე ნივთის/საგნის მიღება ან მისთვის რაიმეს გადაცემა, გარდა სამსახურის ინტერესებით განპირობებული შემთხვევებისა.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორებმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, უზრუნველყონ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან მიღებული შესაბამისი მოთხოვნის გათვალისწინებით პენიტენციური დაწესებულებების სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) ნაგვის ურნებით აღჭურვა.
|
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 25 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები