„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016853
95
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
100020020.22.038.016853
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №95

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 190020020.22.038.016532) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, საქართველოში პატიმრობისა და მომეტებული რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და  დეპარტამენტის დირექტორისთვის წარდგენა;“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“.

3. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ინდივიდუალური გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება

1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

ბ) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის პატიმრობის/სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაფრთხილება დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;

გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;

ე) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის ორგანიზება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;

თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;

ი) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;

კ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატიური ინფორმირება;

ლ) დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის  და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;

ნ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლი;

ო) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;

პ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობრივი  და ვიზუალური შემოწმება;

ჟ) დაწესებულებაში არსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;

რ) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის დახასიათების შევსება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამის რეაგირება;

ფ)  დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;

ღ) დაწესებულების დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.“.

5. 15-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით.

4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას, დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ.  დაწესებულების დირექტორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა.“;

გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ბრალდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება ბრალდებულს.“;

დ) მე-18 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

„181. თუ ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ე) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“.

6. 16-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებენ ოპერატიული მორიგე, აგრეთვე, სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად.“;

ბ) მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

გ) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:

„25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“.

7. მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამარტოო საკანში განთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.

4. დღის განრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანზე ან სხვა შეხვედრაზე გასვლა, და სხვ.) გასვლის დროს ბრალდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დალაგება.“.

8. 22-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) აბაზანაში გაყვანისას;“;

ბ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ;

2) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);“.

9. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამოღებული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფული, აგრეთვე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.“.

10. 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“.

11. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ)უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;“;

ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „კ“ – „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;

მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;“;

გ.ბ) „ჟ“ – „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები,  გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;

რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;“.

12. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულისათვის და მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საკნები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“.

13. 36-ე მუხლის:

ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, როგორც წესი, კვირაში ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.

3. დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

4. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“;

ბ) მე-8 - მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.

9. დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

10. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საცხოვრებელი.“.

14. 38-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს. “.

15. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) სასამართლო;

ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

ზ) საქართველოს სამინისტრო;

თ) პენიტენციური დეპარტამენტი;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;

კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;

მ) პროკურორი;

ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;

ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;

ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.“;

დ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.

18. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა ამ მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“.

16. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“.

17. 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“.

18. 43-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

16. ხანმოკლე პაემანის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე დაწესებულების დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.“.

19. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები, აგრეთვე, მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის  ბრძანებით.“.

20. 51-ე მუხლის პირველი მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

21. 52-ე მუხლის მე-5 და  მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.“.

22. 53-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 53. სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა“.

23. 54-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

24. 55-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს დაწესებულების დირექტორის მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.“.

25. 56-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

26. 57-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.“.

27. 62-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“.

28. 63-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაწესებულებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.“.

29. 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“.

30. 72-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.

5. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“.

31. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.“.

32. 80-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;“;

ბ) მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.“.

33. 81-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“.

34. 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.“.

35. 85-ე მუხლს მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“.

36. 87-ე მუხლს მე-5 პუნქტის  შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“.

37. 89-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.“.

38. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 90. დისციპლინური პატიმრობა

1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.

2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის N3 ბრძანებით.“.

39. 93-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“.

40. 95-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი