,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016514
64
21/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
120010000.22.026.016514
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №64

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ზ“ – „ნ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამუშაოდან ხანმოკლე გათავისუფლება;

თ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

ი) შვებულების გამოყენების წესი;

კ) გათავისუფლებული/დათხოვნილი მოსამსახურის ვალდებულებანი;

ლ) პასუხისმგებლობა შინაგანაწესის დარღვევისათვის;

მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება სიმთვრალესთან დაკავშირებული დისციპლინური გადაცდომისას;

ნ) ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.”.

2. 121 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30-დღემდე ვადით, რომელიც არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.”.

3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131. თანამდებობრივი გადაადგილება

1. მოსამსახურის გადაადგილება დასაშვებია:

ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;

ბ) მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება);

გ) მოსამსახურის  დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას;

დ) საშტატო-საორგანიზაციო ცვლილების განხორციელებისას;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

ვ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ზ)  პირადი განცხადებით (პატაკი);

თ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;

ი) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.

3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების  და გამოცდილების გათვალისწინებით.

4. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება  შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე.

5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეზე.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია