„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020093
384
08/08/2017
ვებგვერდი, 10/08/2017
480140000.10.003.020093
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №384

2017 წლის 8 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2017 წლის 6 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი