„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016259
27
07/08/2017
ვებგვერდი, 10/08/2017
010250050.35.107.016259
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2017 წლის 7 აგვისტო

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016133) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა)  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. აპარატის მეორადი  სტრუქტურული ერთეულები

აპარატის მეორადი  სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საორგანიზაციო საკითხთა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

დ) საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.“;

ბ)  მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი (შემდგომ – აპარატის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“;

„5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – განყოფილების უფროსს (შემდგომ – განყოფილების უფროსი) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით .“;

გ)  მე-11 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) 

1. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულისა და სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

დ) ზედამხედველობას უწევს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, იძლევა სათანადო დასკვნებს;

ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული  ერთეულის, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების  ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

თ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.

3. ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანებით,  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის   ფუნქციის შესრულება ეკისრება სტრუქტურული ერთეულის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“;

დ)  მე-12 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.  კონკურსის  ჩატარების წესი განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 121 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 121. საკრებულოს აპარატის მოხელეები

1. საკრებულოს აპარატის მოხელეები:

ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე:

ა.ა) საკრებულოს აპარატის უფროსი;

ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე:

ბ.ა) საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი;

გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე:

გ.ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ.ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

გ.გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტი:

დ.ა) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

დ.ბ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

დ.გ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

2. საკრებულოს აპარატის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობით.

3. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა სხვა უფლებები, გარანტიები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა