დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.150.016130 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (190040000.35.150.016109) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. დადგენილების პირველი თავის მესამე მუხლის მესამე პუნქტის „ერთ მოქალაქეზე დახმარების თანხის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ნორმატივებით“ ჩამონათვალი მთლიანად შეიცვალოს და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთ მოქალაქეზე აღებული სამედიცინო დახმარების ვალდებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს: ოპერაციისას – 500 (ხუთასი) ლარს, გამოკვლევისას 300 (სამასი) ლარს, სარეაბილიტაციო ვარჯიშებისას – 300 (სამასი) ლარს; ბ) 100 (ასი) ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეთ მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს; გ)101 (ას ერთი) ლარიდან 150 (ას ორმოცდაათი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 100%-ით; დ) 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ლარიდან 300 (სამასი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 80%-ით; ე) 301 (სამას ერთი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 70%-ით; ვ) 501 (ხუთას ერთი) ლარზე ზემოთ სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 50%-ით, მაგრამ ოპერაციის შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გამოკვლევისა და სარეაბილიტაციო ვარჯიშების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარისა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები