„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016335
21/2017
08/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
010190030.15.008.016335
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2017

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის:

ა) 101 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/ არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;“;

გ) 33-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331, 332 და 333 პუნქტები:

„331. დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს;

332. განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

333. ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესს და ვადებს;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

52. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;“;

ბ) 91 პუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის თანამშრომლებს;“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.“.

4. მე-10 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს;“.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ამოწმებს პოლიტიკური პარტიების/პრეზიდენტობის/ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატთა/სარეფერენდუმო საკითხის მხარდამჭერთა სიებს;

19. უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას;“;

ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. დეპარტამენტისგან მიღებული პროექტების საფუძველზე ადგენს ცესკოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და წარუდგენს ცესკოს მდივანს;“.

6. მე-13 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:

„171. შეიმუშავებს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს და წარუდგენს ცესკოს, დადგენილებით დასამტკიცებლად;“.

7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის პროექტს და ცესკოს მიერ აღნიშნული პროექტის დადგენილებით დამტკიცების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული კოდექსის ცესკოს აპარატის თანამშრომლებისათვის გაცნობას;“.

8. მე-20 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცესკოს სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტები;“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცესკოს ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. ცესკოს სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ, ამ მუხლით დადგენილი წესით;“;

გ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, ცესკოს მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან  გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს ცესკოს თავმჯდომარე“;

18. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/დეპარტამენტებს. ასევე გადაწყვეტილებების ასლებს მოთხოვნისთანავე გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს;“.

9. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცესკოს იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას;“.

10. 22-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოში ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).

2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო (საათი, წუთი). ცესკო/ცესკოს თავმჯდომარე განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი და გასცემს მისი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა  მეტ დროს მოითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით). დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.

5. ცესკოში შემოსული ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი