დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.174.016226 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016, 190020020.35.174.016192) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 549,6 ათას ი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 13 211,5 ათას ი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 288,1 ათას ი ლარის ოდენობით:
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13 126,5 ათას ი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 134,7 ათას ი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 464,7 ათას ი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 330,0 ათას ი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ქუჩების, შენობების, ხიდების, შადრევნების გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და ღამბარაულის ქუჩაზე მშენებეარე სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა. კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სასმელი წყლის სოკოებზე და შადრევნებზე დახარჯული წყლის ღირებულების ანაზღაურებას და განხორციელდება დევნილთა დასახლებებში სასმელი წყლის ჭაბურღილების ფუნქციონირებისათვის საჭირო ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის სოკოების და გასარწყავების ქსელში არსებული გაუმართაობის აღდგენა-რეაბილიტაცია. ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და გაზონების გამწვანება, მოვლა-შენახვა, სკვერებისა და გაზონების მოწყობა და რეაბილიტაცია, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მოვლა-ექსპლოატაცია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდება გაზონების, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნებით სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია და სტალინის სკვერში არსებული კასკადური შადრევნის რეაბილიტაცია. გ.ა) საახალწლოდ ქალაქის მორთვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 01) წინასაახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად იგეგმება ქალაქის გაფორმების სამუშაოების უზრუნველყოფა კერძოდ: ხელოვნური ნაძვისხის მონტაჟი და დემონტაჟი, შენობებზე, ხის ვარჯებზე და ქუჩებში გაბმულ სადენებზე სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათების მოწყობა და დემონტაჟი. გ.ბ) შადრევნის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდება სტალინის სკვერში არსებული კასკადური შადრევნის რეაბილიტაცია. გ.გ) სკვერებისა და გაზონების ექსპლოატაცია, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 03) „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იგეგმება ამილახვრის ქუჩაზე, ვერხვების დასახლებაში (სამხედროების ბინის წინ), კვერნაქის დასახლებაში (რძის ქარხნის მიმდებარედ), ქარხნის ქუჩაზე, ჭალის დასახლებაში, ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის) ქუჩაზე, შინდისის გზატკეცილზე, რუხაძის ქუჩაზე ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, მშვიდობის გამზ.№1-ში მდებარე სკვერის რეაბილიტაცია და სათამაშო ატრაქციონების შეძენა. ასევე პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოდან მიღებული გრანტით იგეგმება ქალაქ გორის განვითარებად გარეუბანში (წმინდაწყალი) მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერის მოწყობა. გ.დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაწყობი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შეძენა (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაწყობი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შეძენა. გ.ე) მუნიციპალიტეტის და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ა(ა)იპ-ების სარგებლობაში არსებული შენობების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა. ასევე ქალაქ გორში, წერეთლის ჩიხი №2-ში მდებარე მოქალაქე ეთერ სენინას საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია (სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) და შინდისის გზ.№22-ში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის დასრულება. გ.ვ) სპორტული მოედნების მოწყობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მინიმოედნების რეაბილიტაციის თანადაფინანსება. გ.ზ) დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03 07) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესის გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე აუცილებელ შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. გ.თ) ა(ა)იპ – სივრცით მონაცემთა უზრუნველყოფის სამსახურის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების სამგანზომილებიანი მოდელირება, მასზე არსებული ინფორმაციის მიმაგრება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება. გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მათი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. გ.ი) ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების და სანერგე მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გამწვანებისათვის და ქარსაცავი ზოლის მოწყობისათვის საჭირო ნერგების გამოყვანა, დაკალმვა, ნიადაგის მოვლა და დაზიანებული ხეების გასხვლა-გადაბელვის სამუშაოები. სკვერების და გაზონების მოვლა, მწვანე ნარგავების შეძენა, დარგვა და გამწვანების ზოლებში სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. გ.კ) აბრებისა და მემორიალის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 11) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალის მოწყობა და დიდების მუზეუმის მიმდებარედ არსებული მემორიალური კედლის რეაბილიტაცია. გ.ლ) ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ურნების გათავისუფლება და სანიტარიული დამუშავება (პერიოდულად); ქალაქის იერსახის შენარჩუნების და შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქის ქუჩების, შენობების, ხიდების, შადრევნების გარე განათების სისტემის და შენობა-ნაგებობების დეკორატიული განათების მოწყობა-ექსპლოატაცია; ქალაქის სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები; ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე; შადრევნების მოვლა-ექსპლოატაცია ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოსაცდელების მოვლა-პატრონობა. გ.მ) ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების და მოთხოვნილებების შესწავლის, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხების მოძიების, დემოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ სკითხებზე გამოკითხვების ჩატარების, ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის მიერ საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზის, უცხოურ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების და განვითარების სხვა პროგრამების შემუშავების მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფა სუბსიდირების გზით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების სამგანზომილებიანი მოდელირება, მასზე არსებული ინფორმაციის მიმაგრება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება. გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მათი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. შიდა ტურიზმის, შემოყვანის ტურიზმის, სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოსწავლე-ახალგაზრდობაში. ტურიზმსა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტების, სტრატეგიისა და წინადადებების შემუშავება. ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნა და შეთავაზება. მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას; გ.ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (უსინათლო) დახმარება (პროგრამული კოდი06 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით კომუნალურ გადასახადებზე; გ.ბ) ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 100 (ასი) და მეტი წლის ასაკის უხუცესების ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ.გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტის დახმარება ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ერთჯერადად ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდულ (0-დან 18 წლამდე) შვილებს ფულადი დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით; გ.დ) 4 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება თითო ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18 წლამდე. აგრეთვე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18 წლამდე და მინიჭებული აქვთ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, სადღესასწაულო დღესთან, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან (მარიამობა 28 აგვისტო) დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად გაეწევათ დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით; გ.ე) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება: სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს (18 წლის ზევით), სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ.ვ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ.ზ) სტუდენტების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად იმ სტუდენტებისა, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი: დედ-მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; გ.თ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად 200 (ორას ი) ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნია 0-დან 100 000-ის ჩათვლით მინიჭებული სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 70%-ით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30%-ით, ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30%-ით. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან, იმ მოქალაქეების თანადაფინანსება, რომელთაც „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 30%-ით, განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით, ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით; გ.ი) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: უფასო მედიკამენტებით დახმარება ონკოლოგიურ (ონკოპათოლოგიურ) ავადმყოფებს გაეწევათ ერთჯერადად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად არსებული სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ.კ) სკოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ.ლ) სოციალური პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 13) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: საბიუჯეტო, არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირების, არასამეწარმეო და სხვა ორგანიზაციების თანადაფინანსება, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე მუნიციპალიტეტის მონაწილეობა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში; გ.მ) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 14) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, ბრონქიალური ასთმით დაავადებული; გლაუკომით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტების, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში; გ.ნ) ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1750 (ათას შვიდასორმოცდაათი) ლარისა; გ.ო) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 16) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება 200 (ორას ი) ლარის ოდენობით. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 200 (ორას ი) ლარის ოდენობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის – 26 მაისისათვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის – 9 მაისისთვის და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 200 (ორას ი) ლარის ოდენობით „ვეტერანის დღესათან“ დაკავშირებით – 17 ოქტომბერი; გ.პ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით (პროგრამული კოდი 06 03 17) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით; გ.ჟ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების, შშმ პირების არასაპენსიო ასაკის მქონე ბენეფიციარების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 18) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფი (0-დან 70000 ქულის ჩთვლით სარეიტინგო ქულის მქონე) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონების, არასაპენსიო ასაკის მქონეს მარტოხელა ბენეფიციარები და მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების დახმარება გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ფულადი დახმარებით არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით; გ.რ) მარტოხელა მშობლის დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 19) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის (რომელსაც ჰყავს: ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ; შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში); სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის, რომელსაც გააჩნია 0-დან 70 000-ის ჩავლით სარეიტინგო ქულა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობლის დახმარება ერთჯერადად ფულადი ფორმით არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით; გ.ს) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 20) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების (0-დან 65000 სარეიტინგო ქულა) ერთჯერადად ფულადი დახმარება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით კომუნალურ გადასახადებზე; გ.ტ) მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 21) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დახმარება რთჯერადი ფულადი ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით არაუმეტეს 1000 (ათას ი) ლარისა; გ.უ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 22) სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით), რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსება“ მონაწილეობისას გადახდისუუნაროა, თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით; გ.ფ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა (პროგრამული კოდი 06 03 23) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბენეფიციარების ფულადი დახმარება არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.“; ნ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები