დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016282 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 31/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016149) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გამგეობა 1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილებების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. 2. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან – გამგეობის სამსახურებისგან, რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით. 3. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულია გამგეობის სამსახური; გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულია გამგეობის სამსახურის განყოფილება.“. 2. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. გამგეობის თანამდებობის პირები 1. გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) პოლიტიკური თანამდებობის პირები: ა.ა) გამგებელი; ა.ბ) გამგებლის პირველი მოადგილე. ა.გ) გამგებლის მოადგილე; ბ) გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი. 2. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. გამგეობის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ამ დებულებით.“. 3. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ა.ზ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ“) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“. 4. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების და პროფესიული განვითარების შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით.“. 6. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურული აგებულება. 1. გამგეობა შედგება: გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების – გამგეობის სამსახურებისგან. 2. გამგეობის სამსახურების დაქვემდებარება პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი, სამსახურების უფლებამოსილებებისა და გამგებლის მოადგილეებისათვის მიკუთვნებული საკურატორო დარგების შესაბამისად, განისაზღვრება გამგებლის ბრძანებით. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების – გამგეობის სამსახურების შექმნა (გაუქმება), მათი რაოდენობა, დასახელებები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით. 7. დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდა, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება და საჭიროების შემთხევვაში შესაბამისი დისციპლინური წარმოება.“. 8. დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“. 9. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები. 1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები არიან: ა) პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი-რომელსაც გამგეობაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილება. 2. გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებია: ა) პირველი რანგი – მაღალი მართველობითი დონე: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის განყოფილების უფროსი. გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე: გ.ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ.ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ.გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე: დ.ა) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; დ.ბ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; დ.გ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; 3. გამგეობის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, შესაბამისი სამსახურის დებულებითა და გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. 4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება გამგებელსა და დასაქმებულს შორის.“. 10. დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის.“; „ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა თუ ეს არ ეწინააღმდეგება დაწესებულების ინტერესებს.“. 11. დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. დებულების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. გამგეობაში ვაკანსიის წარმოშობა 1. გამგეობის მოხელის ვაკანსია წარმოიშვება: ა) გამგეობის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან; ბ) გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამგებლის ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების საფუძველზე; გ) გამგეობის მოხელის გადაყვანის შესახებ გამგებლის ბრძანების ძალაში შესვლის მეორე დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე.“. 13. დებულების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. გამგეობის საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი: 1. გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს 18 წლის ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისთვის დაწესებულ მოთხოვნებს. 2. გამგეობის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება: ა) კონკურსის წესით; ბ) უკონკურსოდ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 47-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად მოხელის გადაყვანის ან მოხელის მობილობის პროცედურობის შემთხვევაში. 3. შრომითი ხელშეკრულებით პირი სამსახურში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე. 4. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით.“. 14. დებულებიდან ამოღებული იქნეს 21-ე და 22-ე მუხლები. 15. დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. მოხელის კარიერის მართვა 1. მოხელის კარიერის მართვა ხდება საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ VI თავის 47-ე – 55-ე მუხლების შესაბამისად.“. 16. დებულების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება 1. გამგეობის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების წესი და საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ XII თავის შესაბამისად.“. 17. დებულების 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. მოხელის საქმიანობის შეფასება 1. გამგეობის ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე დასაქმებული მოხელის საქმიანობა ფასდება წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი. 2. მოხელის შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე გამგეობის ორგანიზაციული განვითარება. 3. მოხელეთა შეფასების შედეგები აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.“. 18. დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ბრძანებით საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები