„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016273
51
04/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
010250050.35.170.016273
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2017 წლის 4 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“  ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 24  სექტემბრის  №51  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 30/09/2014,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016051) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) 1-ლი მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისგან.“;

ბ) მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“;

გ) მე-4 მუხლის   მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების, გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მერი სამსახურის უფროსის წარდგინებით.“;

დ) მე-17 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა-ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინსპექტირების ჩატარების ვადები, შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის სამსახურის უფროსის წარდგინებით, მერის გადაწყვეტილებით;

ბ)  ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა;

გ)  ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მერს;

დ)  ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურიდიულ პირს, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება;

ე) ინსპექტირების დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად.“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“;

) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1“  შინაარსის ქვეპუნქტი:

„რ1) მერს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;“;

ზ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს.“;

თ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უზრუნველყოს მერიის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით დადგენილი წესით;“;

ი) მე-7 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია