დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 151 |
დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 21/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016123 |
|
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/07/2017, 310150000.54.066.016121) დამტკიცებულ „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 გზავრს, ხელბარგის 5 % ექვემდებარება შერჩევით შემოწმებას ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით.“. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემოწმების პროცესმა არ უნდა გაზარდოს გამფრენი მგზავრების მომსახურების ხანგრძლივობა და არ უნდა იმოქმედოს შესრულებული ფრენების რეგულარობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც საავიაციო უშიშროების სამსახური პერიოდულად აცნობებს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელს და/ან საჰაერო ხომალდის მეთაურს შემოწმების მიმდინარეობაზე. შემოწმების მიზნით/მიზეზით საჰაერო ხომალდის გაფრენის დაყოვნება თანხმდება ავიაგადამზიდველის წარმომადგენელთან და საჰაერო ხომალდის მეთაურთან. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფრენა სრულდება და ფრენის შესრულების მოქმედი ნორმების მოთხოვნების დაცვით გადაიყვანება/გადაიზიდება მხოლოდ შემოწმებაგავლილი მგზავრი, ბარგი, ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო მარაგი, ავიაგადამზიდველის ფოსტა, ავიაგადამზიდველის მასალა.“. 3. დანართი №3, დანართი №11 და დანართი №13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები