შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი”-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე

  • Word
შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი”-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/40113-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/07/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/40113-16
31/07/2017
ვებგვერდი, 08/08/2017
შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი”-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/40113-16

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების

მმართველის დანიშვნის თაობაზე

2017 წლის 31 ივლისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

მოვალე – შპს ”ბაგები სითი ჯგუფი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)

დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

კრედიტორი – შპს ,,linaeus Capitali B.V."

განმცხადებელი (სავარაუდო კრედიტორი) -შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვო

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

დღის წესრიგი – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ მომრიგებელი საბჭოს მიერ 2017 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2017 წლის 31 ივლისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის" კრედიტორის შპს ,,linaeus Capitali B.V.“ -ს წარმომადგენლის ნათია ლაპიაშვილის მიერ გაკოტრების მმართველად დასახელდა ნანა ამისულაშვილი, თავის მხრივ, კრებაზე გამოცხადებულმა ნანა ამისულაშვილმაც თანხმობა გამოთქვა შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების მმართველად დანიშვნის შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

გაკოტრების მმართველის კანდიდატურა კრედიტორის განმარტებით აკმაყოფილებს ,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორის გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578), ხოლო მეურვეს – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 ადგილზე თათბირით დაადგინა:

1. შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ (ს.ნ 205126781) მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება;

2. შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578);

3. მეურვეს – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს უფლებამოსილება;

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე: თამარ ბურჯანაძე