„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 137/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017390
137/ნ
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
040030000.22.022.017390
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №137/ნ

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის №72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17  ივნისის №72/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2014; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016807) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა