ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, მონასტრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის სამხედრო ისტორიკოსის, პროფესორის ელვერ კუპატაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, მონასტრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის სამხედრო ისტორიკოსის, პროფესორის ელვერ კუპატაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016311
283
25/07/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
000000000.00.101.016311
ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, მონასტრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის სამხედრო ისტორიკოსის, პროფესორის ელვერ კუპატაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №283

2017 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, მონასტრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის სამხედრო ისტორიკოსის, პროფესორ ელვერ კუპატაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ელვერ კუპატაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ოქტომბრის №125 განკარგულება;

ბ) გლდანის რაიონში მონასტრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I გასასვლელს მიენიჭოს სამხედრო ისტორიკოსის, პროფესორ ელვერ კუპატაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          გიორგი ალიბეგაშვილი