ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფერმწერის გიგო გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფერმწერის გიგო გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016299
271
25/07/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
000000000.00.101.016299
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფერმწერის გიგო გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №271

2017 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა - ფშაველას გამზირის ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფერმწერის – გიგო გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ I, II და III შესახვევებს მიენიჭოს ფერმწერის გიგო გაბაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              გიორგი ალიბეგაშვილი