დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში,ნაძალადევის რაიონში, მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მარიამ ივანიშვილი-დემურიას I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016296 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №268
2017 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მარიამ ივანიშვილი – დემურიას ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მარიამ ივანიშვილი – დემურიას I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ნაძალადევის რაიონში მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს მიენიჭოს მარიამ ივანიშვილი-დემურიას I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები