დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/56 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.111.016001 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 17/56
2017 წლის 28 ივლისი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-15 პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 7 ივლისის №9 ოქმის შესაბამისად, ქალაქ ფოთის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
მუხლი 1
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთს ეწოდოს უნივერსიტეტის ქუჩის სახელი, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად.
2. აბრა წარწერით „უნივერსიტეტის ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში.
2. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 2
განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.
მუხლი 3
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ,
თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები