დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარაზენში ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016002 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 40
2017 წლის 21 ივლისი
ქ . ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარაზენში ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 7 ივლისის №9 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მდებარე „ხობის“ ქუჩას ეწოდოს „გიორგი ჭყონდიდელის“ სახელი (დანართი რუკა თან ერთვის).
2. განკარგულება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების(არსებობის შემთხვევაში), ცნობარების დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ . ნანავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები