„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016299
42
01/08/2017
ვებგვერდი, 04/08/2017
010250050.35.137.016299
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2017 წლის 1 აგვისტო

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
   შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015,  010250050.35.137.016217), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან სამსახურის უფროსისაგან (შემდგომ სამსახურის უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ ძაძამია