დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016297 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, 0102500500.35.137.016127) კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან და მოხელეებისაგან.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამუშაო აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში კი სამსახურის (განყოფილების) ერთ-ერთი მოხელე.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები